суббота, 27 сентября 2014 г.

მერვე  და მეცხრე დღის რეფლექსია:
შევქმენით მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომები, გავუზიარეთ ერთმანეთს, ვიმსჯელეთ. შევქმენით შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის თვითრეგულირებად სწავლას. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების გზებს და ტიპებს. შევქმენით დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის  მისაცემად.
შევქმენით ელექტრონული პორტფელიო, ავტვირთეთ მასში პროექტი.

     ენტელის კურსის გაცნობა იყო საინტერესო  და მნიშვნელოვანი, საჭირო ჩვენთვის მასწავლებლებისთვის. ჩვენ შევისწავლეთ პროექტის მომზადება ელექტრონული გზით.

среда, 17 сентября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დავგეგმეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმას. ვისწავლეთ იუთუბიდან ვიდეოს შემოტანა ბლოგზე. დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები და ვისწავლეთ მათი სასურველი თემისთვის მორგება . აგრეთვე გავეცანით საუკეთესო საძიებო სისტემებს.

вторник, 16 сентября 2014 г.

მეხუთე დღის  რეფლექსია
 გავეცანი პროექტის პრეზენტაციის აწყობის ტექნიკას და ავაწყვეთ პრეზენტაცია. შემდეგ გადავედით მესამე მოდულზე. ვისწავლეთ როგორ მოვახერხოთ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება. ვიმუშავეთ გამოკითხვის ფორმების შექმნაზე. დავუგზავნეთ ერთმანეთს კითხვარები ელექტრონულ ფოსტაზე.

მეექვსე დღის რეფლექსია

ვისწავლე პოვერ-პოინტში პრეზენტაციის აწყობა. მოვამზადეთ პრეზენტაცია. ასევე გავეცანით და ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა. ასევე გავეცანით და ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვამდე საჭირო კითხვარის შედგენის სხვადასხვა ფორმა.

понедельник, 8 сентября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია
დავუბრუნდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ვიმუშავეთ ამ კითხვების გეგმის შაბლონში შეტანაზე. შევიტანეთ გეგმის მიზანი. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. შევქმენით დროში გაწერილი შეფასების სქემა და შევიტანეთ სასწავლო გეგმის შაბლონში.

суббота, 6 сентября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია:
განვიხილეთ ესგ-ის სტანდარტი. სტანდარტიდან ამოვიწერეთ  ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ამოვიღეთ ის უნარები, რომლებიც გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს ამპროექტით. დავისახეთ სასწავლო მიზნები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე. ვნახეთ პრეზენტაცია, ასევე ვნახეთ ნიმუშები ინტელის პროგრამაში.