вторник, 20 декабря 2011 г.

1. პროექტის სახელწოდება: ვლადიმერ მაიაკოვსკი– საქართველოს მეგობარი.
 2. პროექტის მთავარი იდეა: ვლადიმერ მაიაკოვსკის მაგალითზე რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობის ჩვენება.
 3. პროექტის აქტუალობა: დღევანდელ დღეს ახალგაზრდებში შეიმჩნევა ინტერესის დაკარგვა რუსული ენისადმი. იმ დიდი მეგობრობის დანახვით, რომელიც სულ იყო რუს და ქართველ ხალხს შორის, იქნება მცდელობა მოსწავლეების რუსულ ენასთან დაახლოების.
  4.პროექტის მიზნები: რუსული ენის შესწავლის სურვილის გამოწვევა; მაიაკოვსკის ცხოვრების მაგალითზე რუსი და ქართველი ხალხის მეგობრობის ჩვენება.
 5.მონაწილეთა ასაკი:  15–16 წელი/
 6. ვადები/ხანგრძლივობა:  3 კვირა.
 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს უნდა გაუჩნდეთ ინტერესი მაიაკოვსკის მიმართ, რუსული ენის მიმართ. ისწავლიან ჯგუფური
მუშაობით საინტერესო შედეგებამდე მისვლას. ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, კვლევას.
 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, მაიკოვსკის ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებები, პოეტის მუზეუმი.
 9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
       ა) ორგანიზაციული საკითხები.
       ბ) პროექტში მონაწილეთა სიის დადგენა.
       ვ) მუშა ჯგუფის შექმნა.
       გ) თემების განაწილება ჯგუფის წევრებს შორის.
       დ) მოძიებული მასალის წარმოდგენა.
        ე)  პოეტის სახლ–მუზეუმში ექსკურსიის მოწყობა.
        ზ) პოეტის ნაწარმოებების და კარიკატურების გამოფენის მოწყობა.
       ი) ბუკლეტის ''მე ქართველი ვარ'' შექმნა.
       კ) პროექტისპრეზენტაცია.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები
გაიგებენ საქართველოს მნიშვნელობას მაიაკოვსკის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. პოეტის დიდი სიყვარული საქართველოსა ქართველების მიმართ დადებითად განაწყობთ მათ რუსული ენის შესწავლისადმი.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია ქაშიბაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maia.qashibaze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: qashibaze.blogspot.com









.